ავტორი:

"მტერს სადილს არ მივცემთ" - დიმიტრი მედვედევი "არამეგობარ" ქვეყნებს ემუქრება

"მტერს სადილს არ მივცემთ" - დიმიტრი მედვედევი "არამეგობარ" ქვეყნებს ემუქრება

რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად კი ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი მთლიანად შეწყვეტს საკვებისა და სხვა კულტურების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არამეგობარი ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ესენი არიან ის სახელმწიფოები, რომლებმაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს.

როგორც მედვედევი წერს, საკვები რუსეთის "ჩუმი იარაღია“, რადგანაც ბევრი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება რუსეთისგან მიწოდებაზეა დამოკიდებული. მედვედევის განცხადებით, რუსული პროდუქტები საკმარისია შიდა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად.

"საზღვარგარეთ რუსეთი სურსათსა და მოსავალს მხოლოდ მეგობრებს მიაწოდებს. ჩვენ არ მივაწვდით პროდუქციას და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ჩვენს მტრებს და მათგან არაფერს ვიყიდით. მტერს სადილს არ მივცემთ“, - აღნიშნავს მედვედევი.

წყარო: ekhokavkaza.com