ავტორი:

"სამწუხაროდ, ადამიანების ტრაგედიებით მანიპულირება ხდება - ხელისუფლებამ თავისი დამოკიდებულება არაერთხელ გამოხატა" - პაპუაშვილი

"სამწუხაროდ, ადამიანების ტრაგედიებით მანიპულირება ხდება - ხელისუფლებამ თავისი დამოკიდებულება არაერთხელ გამოხატა" - პაპუაშვილი

იცით, რომ სამძიმარიც გამოითქვა, უბრალოდ, ამის ასეთ განზომილებაში გადატანა ვფიქრობ, არ არის სათანადო პატივის მიგების ზომები, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რა იგულისხმა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თავის განცხადებაში - რატომ არ მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სამძიმარზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ზოგადად, სამწუხაროდ, ადამიანების ტრაგედიებით მანიპულირება ხდება.

"ზოგადად, იცით, რა არის, ასეთი საკითხების ასე წამოწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სამწუხაროდ, ადამიანების ტრაგედიებით მანიპულირება ხდება. საქართველომ თავისი დამოკიდებულება, მათ შორის, ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა, მათ შორის, ის, რომ სამხედრო პატივით დაიკრძალნენ დაღუპული მებრძოლები. იცით, რომ სამძიმარიც გამოითქვა, უბრალოდ, ამის ასეთ განზომილებაში გადატანა ვფიქრობ, რომ არ არის სათანადო პატივის მიგების ზომები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გუშინ განმარტა, რატომ არ მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სამძიმარზე.

"ჩვენ ასე ვიფიქრეთ, რომ სამძიმარი გამოვუცხადოთ, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან, ხომ არ შეგვეკავებინა თავი. შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ ეს არის გულწრფელი პასუხი", - განაცხადა მდინარაძემ.