იტალია მზად არის უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს, კიევის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.
მისი თქმით, იტალიისთვის ძირითადი პრიორიტეტი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაა.
„ქმედებები, რომლებიც განხორციელებულია თურქეთის მიერ, მნიშვნელოვნად ფასდება. მოლაპარაკებების შედეგების გაანალიზება მოხდება. იტალია მზად არის გახდეს უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გარანტორი“, - განაცხადა მინისტრმა.
ლუიჯი დი მაიომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად დადგა საკითხი ენერგეტიკის სექტორის გაფართოების დაჩქარების შესახებ.
„ამ კონტექსტში იტალია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომლობის განვითარებას სანდო პარტნიორებთან, რომლებსაც აქვთ დიდი პოტენციალი, მათ შორის, აზერბაიჯანთან“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ „იტალია შემუშავებული ენერგეტიკული უსაფრთხოების გეგმის ფარგლებში, მიზნად ისახავს რუსეთის ბაზრიდან დაშორებას“. "ამ მიზნით რომი აპირებს გაააქტიუროს მუშაობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის მიმართულებით", - დასძინა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.