ავტორი:

"პუტინმა მთელ უკრაინას ცეცხლი მოუკიდა, ევროპა კი მარჩიელობს, არის თუ არა საკმარისი რაოდენობის სახანძრო საბანი" - პოლონეთის პრემიერი

"პუტინმა მთელ უკრაინას ცეცხლი მოუკიდა, ევროპა კი მარჩიელობს, არის თუ არა საკმარისი რაოდენობის სახანძრო საბანი" - პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხში ევროპა ჩამოყალიბებული პოზიციის არქონაში დაადანაშაულა. მან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას „ლატარია“ უწოდა. ამის შესახებ მორავიეცკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ასიათასობით უკრაინელი ყოველდღიურად იღვიძებს შიშით დაფრინავენ თუ არა რუსული თვითმფრინავები მათ სახლებზე, ევროპაში კი ლატარიაა... თავიდან ხმებს გამკაცრებულ სანქციებს აძლევენ, შემდეგ დღეს კი - რომ არ გაიზარდოს. პუტინმა მთელ უკრაინას ცეცხლი მოუკიდა, ევროპა კი მარჩიელობს, არის თუ არა საკმარისი რაოდენობის სახანძრო საბანი“, დაწერა მორავიეცკიმ.