ავტორი:

"რა საცოდავი იყო იუსტიციის სამინისტრო, ჩემივე თხოვნით ამორიცხულ ერთ-ერთ სარჩელზე... გნიასი რომ მორთეს, გავიმარჯვეთო" - სააკაშვილი

"რა საცოდავი იყო იუსტიციის სამინისტრო, ჩემივე თხოვნით ამორიცხულ ერთ-ერთ სარჩელზე... გნიასი რომ მორთეს, გავიმარჯვეთო" - სააკაშვილი

რა საცოდავი იყო იუსტიციის სამინისტრო გუშინ. ჩემივე თხოვნით ამორიცხულ ერთ-ერთ სარჩელზე, რომელიც სასამართლომ დამიკმაყოფილა 10 თებერვალს, გნიასი რომ მორთეს, გავიმარჯვეთო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

სააკაშვილის განმარტებით, სინამდვილეში, მისი სარჩელი ბოლომდე მიღებულია.

"მთავრობის არცერთი არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა" და სულ რამდენიმე თვეში ველოდები სასამართლოს სრულ ზეიმს სტრასბურგიდან. ამას, დარწმუნებული ვარ, წინ ვერაფერი დაუდგება“, - აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას შეეხებოდა.

„სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა“, - განაცხადა ძამაშვილმა.