ავტორი:

ლაგუნა ვერესთან 2 ადამიანი მოკლეს - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ 5 მოქალაქე

ლაგუნა ვერესთან 2 ადამიანი მოკლეს - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ 5 მოქალაქე

თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი მოკლეს. ურთიერთშელაპარაკებისას კიდევ, სულ მცირე 5 ადამიანია დაჭრილი.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.