ავტორი:

"ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ" - როგორია შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ" - როგორია შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსმა, მაკა თევზაძემ განუცხადა, პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

"ჯანრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმეა, ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ. მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გუშინწინ ჩატარდა ერთი ტრავმატოლოგიური ჩარევა. ტრავმატოლოგიური კუთხით ისევ უნდა დაიგეგმოს ოპერაციული ჩარევა, თუმცა უკვე გეგმურ რეჟიმში და არა მწვავე ფაზაში“, - განაცხადა მაკა თევზაძემ.

შეგახსენებთ, 8 წლის ბავშვის ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.