მაშველებმა წყალტუბოში, მდინარე ლეხიდარში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ძებნა-შველის ოპერაციისას მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი იპოვეს.რთული რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს, რომელიც ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული.ახალგაზრდა ბიჭი მდინარე ლეხიდარში გუშინ, 2 აპრილს ოჯახის წევრების თანდასწრებით გაუჩინარდა. უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის ორი მყვინთავი მონაწილეობდა. ტერიტორიის მონიტორინგში, ასევე, ჩართული იყო საფრენი აპარატი - დრონი." - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მოზარდი 2 აპრილს გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით,მოზარდს არსებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა, მის საშველად მდინარეში მამაც შევიდა. მამაკაცმა მდინარიდან ამოსვლა მოახერხა, მოზარდი კი ამ დრომდე ვერ იპოვეს.