პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებას" წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ცოტნე კობერიძემ, ბათუმის პოლიციის შენობა დატოვა. როგორც პარტიის წევრმა, მარიტა რატიანმა AMBEBI.GE - ს უთხრა, სასამრთლო სხდომა მის საქმეზე ხვალ გაიმართება.
სამართალდამცავები კობერიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია გათავისუფლებულ ცოტნე კობერიძესთან გადაღებულ ფოტოს "ფეისბუქში" აქვეყნებს.
ცნობისთვის, ცოტნე კობერიძე ბათუმში დღეს დააკავეს. მისი თანაპარტიელების ინფორმაციით, მან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიაძახა "ბიძინას მონა", მაშინ როდესაც ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ჩაქვის ძალოსნობის მშენებარე ბაზას ათვალიერებდა. "გირჩი მეტი თავისუფლება" მიიჩნევს, რომ კობერიძის დაკავება სწორედ ზემოთ აღნიშნულ ეპითეტს უკავშირდება.
ასევე იხილეთ: