ჩვენი მომავლისთვის ბრძოლა სწორედ უკრაინაში მიმდინარეობს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა C Politique-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, უსაფრთხოება დღეს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე არის დამოკიდებული.
"უსაფრთხოება დღეს დამოკიდებულია უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე. უკრაინელები დღეს ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან, იქნებიან ეს ქართველები თუ დასავლეთ ევროპელები. ჩვენი მომავლისთვის ბრძოლა სწორედ უკრაინაში მიმდინარეობს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.