ავტორი:

ლორა თორტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბუჩასთან დაკავშირებული განცხადება გაუსწორა

ლორა თორტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბუჩასთან დაკავშირებული განცხადება გაუსწორა

"დემოკრატიების დაცვის ალიანსის" დირექტორმა ლორა თორნტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბუჩასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადება გაუსწორა და შესწორებული ვარიანტი "ტვიტერში" გამოაქვეყნა.

"მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტასა და არაადამიანურ მოპყრობას უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ განადგურებულები ვართ სისასტიკი ველური სცენებით. ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს"", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">We strongly condemn the <a href="https://twitter.com/hashtag/BuchaMassacre?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#BuchaMassacre</a> &amp; inhumanity directed against innocent civilians. We are devastated by the scenes of brutal atrocities. All those involved in these war crimes must bear responsibility! Our heartfelt condolences to Ukrainian people. We <a href="https://twitter.com/hashtag/StandWithUkraine?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#StandWithUkraine</a> 🇺🇦</p>&mdash; MFA of Georgia (@MFAgovge) <a href="https://twitter.com/MFAgovge/status/1510665755225997316?ref_src=twsrc%5Etfw">April 3, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
  • ლორა თორტონის მიერ შესწორებული ვარიანტი კი ასეთია:

"მკაცრად ვგმობთ პუტინის რეჟიმის ხოცვა-ჟლეტასა და არაადამიანურობას, რომელიც რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინეს. ჩვენ განადგურებული ვართ სასტიკი ველური სცენებით და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულით. რუს სამხედროებს, რომლებმაც ჩაიდინეს ეს ომის დანაშაული, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ."

ცნობისთვის, ლორა თორტონი NDI-ის საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელია.