ავტორი:

ილონ მასკმა Twitter-ის აქციები იყიდა - მილიარდერი სიტყვის თავისუფლების დაცვას გეგმავს

ილონ მასკმა Twitter-ის აქციები იყიდა - მილიარდერი სიტყვის თავისუფლების დაცვას გეგმავს

Tesla-ს მფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა "ტვიტერის“ აქციები იყიდა და აქციონერი გახდა.

აქციების ყიდვას წინ უძღოდა მასკის მიერ "ტვიტერის" ხელმძღვანელობის კრიტიკა. ის მათ სიტყვის თავისუფლების დარღვევაში ადანაშაულებდა ადანაშაულებდა.

გასულ თვეში მასკმა ისიც კი თქვა, რომ ახალი სოციალური მედიის შექმნაზე ფიქრობდა. მიუხედავად პლატფორმით უკმაყოფილებისა, თავად მასკი Twitter-ის აქტიური მომხმარებელია და 80 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

მასკი "ტვიტერის" 73.486.938 აქციას ფლობს, რაც კომპანიის 9,2%-იან პასიურ წილს წარმოადგენს. წილი 2.89 მილიარდი დოლარის ოდენობის იყო პარასკევს, როცა მან აქციები შეიძინა. მას შემდეგ, Twitter-ის აქციების ფასმა აიწია და ახლა მისი წილი 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ცვლილებებს გეგმავს მასკი აღნიშნულ სოციალურ ქსელში, თუმცა როგორც დაანონსებულია, მისგან უნდა ველოდოთ, რომ "ტვიტერი" უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა