ავტორი:

"ქორწილში არ ვიყავი, მაგრამ გამარჯვების შემდეგ მოგილოცავ ძმაო" - ცერემონია ომის წინა ხაზზე: ანდრეი ერმაკის ძმამ სნაიპერ გოგონაზე იქორწინა (ვიდეო)

"ქორწილში არ ვიყავი, მაგრამ გამარჯვების შემდეგ მოგილოცავ ძმაო" - ცერემონია ომის წინა ხაზზე: ანდრეი ერმაკის ძმამ სნაიპერ გოგონაზე იქორწინა (ვიდეო)

ორი დღის წინ, უკრაინაში ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს შორის კიდევ ერთი ქორწინება შედგა, თუმცა ამჯერად ეს წყვილი მართლაც ყველასგან გამორჩეული იყო. სიძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ერმაკის ძმა გახლდათ, ხოლო პატარძალი უკრაინელი სნაიპერი ქალი, რომელიც ომის დაწყების დღიდან სამშობლოს დასაცავად იბრძვის.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ძმამ, დენის ერმაკმა ქორწილი სამხედრო პირობებში გადაიხადა. ამის შესახებ ანდრეი ერმაკმა თავის ოფიციალურ "ტელეგრამში" ისაუბრა.

დენის ერმაკმა ცოლად შეირთო გოგონა, რომელიც ტერიტორიული თავდაცვის ნაწილში მსახურობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ძმაც ომის პირველივე დღეებიდან ერთ-ერთ ქვედანაყოფში სნაიპერია.

იმპროვიზირებული ცერემონიის ვიდეოში, დენის ერმაკმა და მისმა მეუღლემ ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს. ამ დროისთვის უცნობია მსახურობს თუ არა ერმაკ უმცროსის მეუღლე მასთან ერთად ერთ რაზმში. პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ძმას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თავად მიულოცა და დასძინა, რომ ის ქორწილში არ იყო, მაგრამ ამ მოვლენას აუცილებლად აღნიშნავს, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ. ანდრეი ერმაკმა ასევე თქვა, რომ ამაყობს თავისი ძმით.

ანდრეი ერმაკი: "მთელი ამ ენით აუწერელი ტკივილისა და საშინელების ნაკადში სიცოცხლე და სიყვარული გაივლის ხოლმე... ჩემი ძმა დენისი ომის პირველივე დღიდან წავიდა აქვეყნის დასაცავად, დღეს კი მშვენიერი ქალბატონი გაჰყვა მას ცოლად - თანაც მებრძოლი. ქორწილში არ ვიყავი, მოგილოცავ ძმაო გამარჯვების შემდეგ. Მე ვამაყობ შენით. თავს გაუფრთხილდი".

ნახეთ ვიდეო: