ავტორი:

"ვამკაცრებთ ფინანსურ შოკს..." - აშშ ვლადიმერ პუტინის ქალიშვილებსა და სერგეი ლავროვის ცოლ-შვილს ახალ სანქციებს უწესებს

"ვამკაცრებთ ფინანსურ შოკს..." - აშშ ვლადიმერ პუტინის ქალიშვილებსა და სერგეი ლავროვის ცოლ-შვილს ახალ სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებზე, ასევე რუსული ელიტის წარმომადგენლებს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის ზრდასრულ ქალიშვილებსა და სერგეი ლავროვის ცოლ-შვილს ახალ სანქციებს უწესებს.

"დღეს ჩვენ მკვეთრად ვამკაცრებთ ფინანსურ შოკს, როდესაც შემოგვაქვს სრულიად მაბლოკირებელი სანქციები რუსეთის უმსხვილესი საფინანსო დაწესებულების, „სბერბანკის“ და რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკის - „ალფა ბანკის“ წინააღმდეგ“ , - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის აშშ-მა სრულად დაბლოკა რუსეთის საბანკო სექტორის ორი მესამედი.

ადმინისტრაციას ასევე შემოაქვს სანქციები რუსეთის ელიტისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის ზრდასრული ქალიშვილების - მარია პუტინასა და კატერინა ტიხონოვას, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მეუღლესა და ქალალიშვილის, ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრების, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერ - მინისტრის დიმიტრი მედვევისა და მიხეილ მიშუსტინის მიმართ.

მისივე თქმით, აშშ-მა უკვე შემოიღო სანქციები 140-ზე მეტ ოლიგარქთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკაშირებით, ასევე 400-ზე მეტ სამთავრობო ჩინოსათან მიმართებაში.

აშშ ასევე გამოიყენებს სრულიად სანქციებს უმნიშვნელოვანეს მსხვილ რუსულ სახელმწიფო საწარმოებთნ დაკაშირებით, რის შესახებაც ფინანსთა მინისტრი ხუთშაბათს გამოაცხადებს.

ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ამერიკის მიერ რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ გატარებული ზომების დამღუპველი გავლენის შესახებაც ისაუბრა.

"პროგნოზების მიხედვით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს ორნიშნა რიცხვამდე შემცირდება. მხოლოდ ამ წელს, ეკონომიკური შოკი მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ბოლო 15 წლის ეკონომიკურ მიღწევას გაანადგურებს“ , - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

კითხვაზე, რომელიც სანქციების ეფექტურობას უკავშირდებოდა ომის შეჩერებასთან დააკვშირებით, მან განაცხადა, რომ პუტინს, საბოლოო ჯამში, მოუწევს თავის ხალხს ანგარიში გაუწიოს.