არ არსებობს სცენარი, რომ დროთა განმავლობაში ეს არ მოხდეს, - ასე უპასუხა NBC-სთან მიცემულ ინტერვიუში კითხვას, მოიგებს თუ არა უკრაინა ომს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, სიძლიერის გამომხატველი უკრაინელების მხრიდან არის ის, რომ მათ აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ პუტინის ნებას არ დაემორჩილებიან.
"საბოლოო ჯამში, დიახ, რადგან რა არის წარმატება, რა არის გამარჯვება? ეს არის მათი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე მხარდაჭერა და არ არსებობს სცენარი, რომ დროთა განმავლობაში ეს არ მოხდეს. პრობლემა ის არის, რომ ამას, შესაძლოა, დრო დასჭირდეს და ამასობაში, უზარმაზარი განადგურება და სიკვდილი იყოს, მაგრამ სიძლიერე ახლა არის ის, რომ მათ ძალიან მკაფიოდ გამოხატეს, რომ ისინი, პუტინის ნებას არ დაემორჩილებიან", - განაცხადა ბლინკენმა.