უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა წარმოუდგენელი ტრაგედია დაატრიალეს. მედიაში გავრცელებულმა კადრებმა შეუძლებელია ბრაზის, უსამართლობის განცდა არ გაგიჩინოთ და ემოციების გარეშე ნახოთ.
ეს არის კიდევ ერთი ფოტო, რომელიც ბუჩას უმძიმეს ამბებს აჩვენებს. სურათზე აღბეჭდილია ექვსი წლის უკრაინელი ბიჭუნა, დედის საფლავთან.
საფლავი ქვებითა და ხის ჯვრითაა მონიშნული. პატარა ვლად ტანიუკის დედა ირა სტრესითა და შიმშილით გარდაიცვალა უსასტიკეს ომში.