ამ ომის დასრულების ყველაზე მარტივი გზა პუტინის უკან დახევაა, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ომი შესაძლოა წლები გაგრძელდეს და ადრეული გამოსავლის პოვნა ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული.
"ამ ომის დასრულების უმარტივესი გზაა, პრეზიდენტმა პუტინმა უკან გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და დაასრულოს ომი, დაჯდეს და ჩაერთოს სერიოზულ დიპლომატიურ ძალისხმევაში გამოსავლების მოსაძებნად, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და არ გვაქვს იმის ნიშნები, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი საერთო მიზანი, ეს არის უკრაინის კონტროლი და მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვებების მიღწევა ბრძოლის ველზე.
რასაც ჩვენ ვხედავთ არის რუსეთის გადაჯგუფება და მათი ძალების გადაადგილება ჩრდილოეთ უკრაინიდან, ამავე დროს ამ ძალების გადაადგილება აღმოსავლეთში და ჩვენ ველოდებით დიდ ბრძოლას დონბასში. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მოკავშირეებმა ასევე ხაზი გაუსვეს დღეს უკრაინის მეტი მხარდაჭერის აუცილებლობას.
ამიტომაც მოკავშირეები დიდ ხარჯებს აკისრებენ პრეზიდენტ პუტინს და რუსეთს. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ მზად ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ომი შეიძლება გაგრძელდეს კვირების, მაგრამ ასევე თვეების და შესაძლოა წლების განმავლობაშიც. ამიტომ, ჩვენ კიდევ ბევრისთვის უნდა მოვემზადოთ“ , - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მანამ , სანამ იქნება ომი, იარსებებს ომის ესკალაციის საშიშროებაც.
"თუ ომი გაგრძელდება, მაშინ რისკი უპირველეს ყოვლისა უკრაინელი ხალხისთვისაა, რომლებიც უფრო მეტად დაზარალდებიან, ჩვენ ვიხილავთ მეტ ზიანს, მეტ სიკვდილს და მეტ ნგრევას. მაგრამ, რა თქმა უნდა, სანამ ომი გაგრძელდება, იქნება ესკალაციის რისკი. და სწორედ ამაზეა ორიენტირებული ნატო, რომ თავიდან აიცილოს ეს ესკალაცია“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.