ავტორი:

"დონბასისთვის ბრძოლა მთავარი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში... ეს გაგახსენებთ მეორე მსოფლიო ომს" - რას ამბობს უკრაინული მხარე რუსულ სამზადისზე დაკვირვების შემდეგ?

"დონბასისთვის ბრძოლა მთავარი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში... ეს გაგახსენებთ მეორე მსოფლიო ომს" - რას ამბობს უკრაინული მხარე რუსულ სამზადისზე დაკვირვების შემდეგ?

დონბასისთვის ბრძოლა მთავარი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში და ის მოვლენების შემდგომ განვითარებას განსაზღვრავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა, Telegram-ზე განაცხადა, რასაც უკრაინული მედია ავრცელებს.

"დონბასისთვის ბრძოლა ჩვენი ხალხის ომში მთავარი იქნება. ჩვენ უკვე გავუძელით ბრძოლას კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის, მიკოლაევის და მრავალი სხვა ქალაქისთვის. არმია მარიუპოლში დაცვას ინარჩუნებს, მაგრამ რუსეთთან ომში მოვლენების შემდგომი განვითარება, დონბასისთვის ბრძოლაში იქნება განსაზღვრული", - წერს ერმაკი.

დმიტრო კულება დონბასის რეგიონში არსებული სიტუაციას მეორე მსოფლიო ომს ადარებს. ამის შესახებ მინისტრმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს გაგახსენებთ მეორე მსოფლიო ომს, დიდი ოპერაციებით... ათასობით ტანკის, ჯავშანტექნიკის, თვითმფრინავების, არტილერიის ჩართვით“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსული სამზადისის დაკვირვებებზე დაყრდნობით, ეს არ იქნება "ლოკალური ოპერაცია".

"რუსეთს აქვს თავისი გეგმა, ჩვენ გვაქვს ჩვენი - და ამ ბრძოლის შედეგი გადაწყდება ბრძოლის ველზე", - დასძინა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატო-ს წევრებს მოუწოდებს, მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ შეაჩერებენ პრეზიდენტ პუტინის ძალებს. კულებას თქმით, დახმარებაა საჭირო უახლოეს დღეებში, თორემ ბევრი დაიღუპება.