ავტორი:

"მურატოვ, აი ეს, ჩვენი ბიჭებისთვისო! ზეთის საღებავში აცეტონი ჩაასხეს, თვალები საშინლად მეწვის" - "ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს თავს დაესხნენ

"მურატოვ, აი ეს, ჩვენი ბიჭებისთვისო! ზეთის საღებავში აცეტონი ჩაასხეს, თვალები საშინლად მეწვის" - "ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს თავს დაესხნენ

რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალების, "ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორსა და მშვიდობის დარგში, ნობელის პრემიის ლაურეატ დიმიტრი მურატოვს, მატარებლის ვაგონში უცნობი პირი თავს დაესხა. აღნიშნულის შესახებ "ნოვაია გაზეტა" სოციალურ ქსელში წერს.

როგოც მურატოვი აცხადებს, მას წითელი საღებავი შეასხეს.

"კუპეში, ზეთის საღებავში აცეტონი ჩაასხეს, თვალები საშინლად მეწვის. მატარებელი მოსკოვიდან სამარასკენ მიდიოდა. მთელს ვაგონში ზეთის სუნია, გამგზავრება უკვე 30 წუთით გადაიდო, ვეცდები, დავიბანო. მან დაიყვირა: "მურატოვ, აი ეს, ჩვენი ბიჭებისთვის!" , - განაცხადა მურატოვმა.