ავტორი:

"თუ ვინმემ იცოდა, რომ უკრაინაში ომი შეიძლება დაწყებულიყო, ალბათ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რათა თავი აერიდებინათ" - ამილახვარი არესტოვიჩის განცხადებაზე

"თუ ვინმემ იცოდა, რომ უკრაინაში ომი შეიძლება დაწყებულიყო, ალბათ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რათა თავი აერიდებინათ" - ამილახვარი არესტოვიჩის განცხადებაზე

თუ ვინმემ იცოდა იმის შესახებ, რომ უკრაინაში ეს თავდასხმა და ომი შეიძლება დაწყებულიყო, ალბათ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ თავი აერიდებინა ამ ძალიან რთული მოცემულობისთვის,- ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის არესტოვიჩის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ის აცხადებს, რომ უკრაინამ ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღო სანდო ცნობა, რომ რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას.

ამილახვარის თქმით, უკრაინაში ომს თან ახლავს პროპაგანდისტული ომიც და არის ურთიერთბრალდებები.

"ამ ომს ახლავს სამწუხაროდ, დიდი ჰიბრიდული ომი, რომლის ბინძური ნაწილი არის პროპაგანდისტული ომი, არის ურთიერთბრალდებები, თუ ვინმემ იცოდა იმის შესახებ, რომ უკრაინაში ეს თავდასხმა და ომი შეიძლება დაწყებულიყო, ალბათ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ თავი აერიდებინა ამ ძალიან რთული მოცემულობისთვის, რაც დღეს გვაქვს", - განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინის მთავრობამ ჯერ კიდევ დეკემბერში იცოდა, რომ რუსეთის თავდასხმა გარდაუვალი იყო, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია მოსახლეობას არ მიაწოდეს, რათა ყოვლისმომცველი ქაოსი არ გამოეწვიათ.

არესტოვიჩის განცხადებით, ეს გამოიწვევდა მოქალაქეების მასობრივ გაქცევას ქვეყნიდან, ხოლო 8-12 მილიონი ადამიანის ავტომაგისტრალებზე გასვლა ხელს შეუშლიდა სამხედრო ძალების პოზიციებზე გასვლას და დაეხმარებოდა კრემლს ე.წ. ბლიცკრიგის მოწყობაში.