რუსეთმა უკრაინაში ოპერაციების სარდლობის რეორგანიზაცია განახორციელა. გენერალ ალექსანდრ დვორნიკოვს, რომელიც ოპერაციებს უხელმძღვანელებს, გამოცდილება სირიაში აქვს მიღებული, - ამის შესახებ BBС-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა წერს, რომ უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრის შემდეგ რუსეთის სამხედრო დანაყოფებს შორის კოორდინაცია სუსტი იყო. სამხრეთის სამხედრო ოლქის ახალ მეთაურს კი ოპერაციების უკეთ კოორდინირება დაევალა.
BBC-ის წყაროს ინფორმაციით, თუ რუსეთი ვერ შეცვლის სამხედრო ტაქტიკებს და ყველა საშუალებას თავის სასარგებლოდ გაცილებით უკეთ არ გამოიყენებს, მაშინ რაოდენობრივი უპირატესობის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევენ რუსეთს, რადგან ისინი ბევრად უფრო ჭკვიანები არიან, უფრო მანევრირებადი არიან და შეუძლიათ მოულოდნელი დარტყმების განხორციელება.