ავტორი:

"ახლოვდებოდა 9 აპრილის წლისთავი... მთელი გადამღები ჯგუფი იქ ვიყავით და ორი ოპერატორი იღებდა მიტინგს" - რას იხსენებს ია ფარულავა?

"ახლოვდებოდა 9 აპრილის წლისთავი... მთელი გადამღები ჯგუფი იქ ვიყავით და ორი ოპერატორი იღებდა მიტინგს" - რას იხსენებს ია ფარულავა?

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარყლავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ დღეს იხსენებს, როდესაც 9 აპრილის ტრაგედიიდან ერთი წლისთავზე ლია ელიავას ფილმის ( უფლის ანგელოზები ) გადაღებები უნდა დაწყებულიყო.

"უფლის ანგელოზები" 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული ფილმი იყო. სამწუხაროდ, მისი გადაღება ვერ მოხერხდა. ამბობენ, რეჟისორმა საჭირო ფინანსები ვერ მოაგროვაო. მაყურებელს მხოლოდ რამდენიმე კარდი შემორჩა ფილმიდან.

"1990 წელს რეჟისორმა ლიანა ელიავამ გადაწყვიტა 9 აპრილის მოვლენებისთვის მიეძღვნა ფილმი რომელსაც უფლის ანგელოზები ერქვა, დაიწერა სცენარი (თუ სწორედ მახსოვს გურამ პეტრიაშვილთან ერთად ) ჯგუფი ნელნელა გადაღებებისკენ მიდიოდა.

შერჩეული ვიყავით ჩვენც მსახიობები. და აი ახლოვდებოდა 9 აპრილის წლისთავი. იმ დღეს მთელი გადამღები ჯგუფი იქ ვიყავით და ორი ოპერატორი სხვადასხვა წერტილიდან იღებდა მიტინგს, სადაც ჩვენ მსახიობები ვიდექით და წინასწარ შეთანხმებულ როლს განასახიერებდით. სამწუხაროდ, ცოტა ხანში ეს ფილმი დაიხურა და გადაღებები შეწყდა" - წერს ფარულავა.