ავტორი:

ბორის ჯონსონი კიევშია და ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება

ბორის ჯონსონი კიევშია და ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა.

ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის უკრაინაში ვიზიტი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირი შეხვედრით დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინაში ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი. ისინი ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდნენ. ასევე შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკისაც.