ავტორი:

"თანამგზავრის სურათებში 8 მილის სიგრძის სამხედრო კოლონა ჩანს, რომელიც უკრაინის სამხრეთით გადაადგილდება" - უკრაინის შეიარაღებული ძალები

"თანამგზავრის სურათებში 8 მილის სიგრძის სამხედრო კოლონა ჩანს, რომელიც უკრაინის სამხრეთით გადაადგილდება" - უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალები უახლეს ოპერატიულ ანგარიშს აქვეყნებს.ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსული ძალები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა იზიუმში, ხარკოვში, აღმოსავლეთ უკრაინაში, დამატებითი შენაერთების გადაადგილებით ამ რაიონში და ასევე ცდილობენ სრული კონტროლის დამყარებას ქალაქ მარიუპოლზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გრძელდება ხარკოვის ნაწილობრივი ბლოკადა და ქალაქის დაბომბვა.

ვრცელდება ასევე აშშ-ს კერძო კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანიის Maxar Technologies-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური სურათები, სადაც ჩანს რვა მილის (მიახლოებით 13 კმ) სიგრძის სამხედრო კოლონა, რომელიც სამხრეთით აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ველიკი- ბურლუკის გავლით გადაადგილდება.

სურათებში ნაჩვენებია "ჯავშანტექნიკა, სატვირთო მანქანები ბუქსირებული არტილერიით და დამხმარე აღჭურვილობით", რომლებიც ქმნიან კოლონას- აღნიშნულია ტექნოლოგიური კომპანიის განცხადებაში. ფოტოები 8 აპრილს არის გადაღებული.

ქალაქი ხარკოვი უკრაინის აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.