600-მდე პრორუსმა მომიტინგემ 350-მანქანიანი ავტოკოლონით დღეს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში დემონსტრაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტოკოლონია რუსეთისა და გერმანიის დროშებით აპროტესტებდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიაში რუსეთის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციას.
გერმანიის პოლიციის ცნობით, ქალაქის ცენტრში კონტრ-აქციაც გაიმართა, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად 700-მდე ადამიანის შეიკრიბა.
დემონსტრაცია გაიმართა ფრანკფურტშიც, სადაც ხალხი რუსეთისადმი მხარდაჭერის გამოსახატად შეიკრიბა.
აქციის მონაწილეები მსვლელობა დევიზით "რუსულად მოლაპარაკე მოქალაქეების დევნისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ/ომის წინააღმდეგ“ მოეწყო.