უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში დღეს დილით საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი ჩაირთო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, განგაშის სიგნალის ხმა გაისმა ტერნოპილში, ვოლინში, ზაკარპატიაში, ჩერნივციში, რივნეში, ლვოვში, ივანო ფრანკოვსკში, ხმელნიცკიში, კიროვოგრადში, კიევში, ჩერკასში, ჟიტომირში, ვინიცაში, სუმიში, ოდესაში, დნიპროსა და ზაპოროჟიეში.