„ორიფლეიმ საქართველო“ და პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ შორის 2022 წლის 7 აპრილს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება უფრო მეტი აქტივობა, რათა საზოგადოებაში მოხდეს გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ამ აქტივობაში კი, როგორც “ორიფლეიმ საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ლევან ქვარცხავა აცხადებს, მათი თანამშრომლები და ათასობით ბრენდ პარტნიორი იქნება ჩართული.
პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ სამ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
პროექტის წევრი ორგანიზაციები, “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, “საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო”, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულები და ახორციელებენ გარემოსდაცვით საქმიანობას. ერთობლივი ღონისძიებები გულისხმობს - საქართველოს ბუნების დაცვას, ეკოლოგიისა და ეკო-სისტემების შენარჩუნებას, დანაგვიანების საწინააღმდეგო კამპანიების ორგანიზებას, ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლების გაუმჯობესებას გარემოსდაცვითი მიმართულებით, ნარჩენებთან ბრძოლის თანამედროვე და საერთაშორისო მეთოდების და მექანიზმების შემუშავებას და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას.
სწორედ ამ მიმართულებების განხორციელებაში დაუჭერს მხარს გარემოს დაცვით ორგანიზაციებს „ორიფლეიმ საქართველო“, რომელიც ასევე შვედური კომპანიაა.
“ორიფლეიმის საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ლევან ქვარცხავა აცხადებს: ,,დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კომპანია 55 წელია 60 ქვეყანაში ოპერირებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარემოს დაცვაზე კორპორაციული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და შესაბამისად, ეს არ არის ამ მიმართულებით ჩვენი პირველი ნაბიჯი. მსოფლიოს მასშტაბით 7 მლნ-მდე ხე გვაქვს დარგული. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქტი ბიოდეგრადირებადი მასალისგან მზადდება და ეკოლოგიურად სუფთაა. ვთვლით რომ ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეგვიძლია ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ეკოლოგიის კუთხით.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პირდაპირი გაყიდვების ბიზნესში ვართ, ჩვენი ადამიანური რესურსი რამდენიმე ათეული ათასია, ანუ გვყავს გუნდის ერთგული წევრები და ბრენდ პარტნიორები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია საინფორმაციო კამპანიის წარმოება. გარდა ამისა, ვიღებთ ფინანსურ პასუხისმგებლობას და უზრუნველვყოფთ პროექტებში ჩვენს ჩართულობას“, - აღნიშნა ლევან ქვარცხავამ.
პროექტის მონაწილე გარემოს დაცვითი ორგანიზაციებისათვის კი, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის ერთობლივი ძალისხმევაა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითიც მიზნების განხორციელება მოხდება.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე: „საკმაოდ ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი მემორანდუმის ფარგლებში. საკითხის მნიშვნელობა დიდია, რადგან ორი ჯგუფი, სამოქალაქო სექტორი და ბიზნესი ხვდება ერთმანეთს. ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული ქმედება, რომელიც შეიძლება წაადგეს გარემოს დაცვას. თან, “ორიფლეიმი“ ცნობილია იმით, რომ გარემოს დაცვითი და ეკომეგობრული კომპანიაა. შესაბამისად, ჩვენს კამპანიაში მათი ჩართვა უმნიშვნელოვანესია”.
დავიცვათ საქართველო სისუფთავეს აღმასრულებელი დირექტორი და პროექტის დავიცვათ საქართველო სისუფთავეს მენეჯერი ელენე ლოლაძე: “ჩვენი პროექტის ქუდის ქვეშ სამი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მიმდინარეობს პროექტი, რომელსაც რამდენიმე მიმართულება აქვს. ძირითადი ხაზი, გარემოს დაბინძურების შემცირება, გარემოს დაცვითი განათლების გაზრდა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით მემორანდუმი, რომელიც “ორიფლეიმთან“ გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პროექტის ფარგლებში ბევრი კონკურსი და აქტივობაა, რაშიც ჩვენი პარტნიორები აუცილებლად დაგვეხმარებიან, გაგვილამაზებენ პროცესს“.
მარიამ ქიმერიძე არასამთავრობი ორგანიზაცია, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ,,ორქისის“ თავმჯდომარე: ,,უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ მემორანდუმს, რადგან კარგად იკვეთება არასამთავრობო ორგანიზაციის და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის პერსპექტივები მდგრადი განვითარების და მწვანე მომავლის მისაღწევად. კონკრეტულად ჩვენი ორგანიზაცია, ჩართული იქნება “ორიფლეიმთან“ ერთად სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ესეების კონკურსში. კონკურსის თემატიკა კი, მომზადებული იქნება საკმაოდ ცნობილი ქართველი ექსპერტების მიერ. ძალიან მაღალი მოლოდინები გვაქვს, რადგან ეს უკვე მესამე კონკურსია ჩვენი ორგანიზაციისთვის“.
კომერციული კომპანიების ჩართულობა მსგავს საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი და დაგეგმილი აქტივობები წარმატებული და სამაგალითო იქნება.
ცნობისთვის, 2022 წლიდან კომპანია ორიფლეიმ ჯორჯია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის თემებს. ამ კოლაბორაციის მიზანი კი, ერთობლივი ფინანსური და ადამიანური რესურსებით ცოდნის გაძლიერებაა საქართველოს მოსახლეობაში გარემოს დაცვითი თემების მიმართ და გარემოს დაცვითი აქტივობების წახალისებაა.
უახლეს პერიოდში ორიფლეიმი ჩაერთვება პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში: კონკურსებში - გაამწვანე სკოლის ეზო, სუფთა რეგიონი, სტუდენტური ესეები და დააწესებს სპეციალურ პრიზებს მონაწილეებისათვის. ასევე, კომპანია მუშაობს სეპარაციის ურნების პოპულარიზაციაზე. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ წვლილს შეიტანენ საქართველოს და მსოფლიოს ეკოსისტემის გაჯანსაღებაში.
R