ავტორი:

"მოსკოვი ამზადებს მასობრივ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მიმართული იქნება უცხოური მედიისა და პოლიტიკოსებისკენ... არ წამოეგოთ!" - დმიტრო კულება

"მოსკოვი ამზადებს მასობრივ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მიმართული იქნება უცხოური მედიისა და პოლიტიკოსებისკენ... არ წამოეგოთ!" - დმიტრო კულება

რუსეთმა იცის, რომ იარაღით მომარაგება უკრაინისთვის არსებითია და მთელი ძალის მობილიზებას ახდენს ამ პროცესისთვის ძირის გამოსათხრელად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასობრივ საინფორმაციო კამპანიას ამზადებს, რომელიც დეზინფორმაციული ხასიათის იქნება.

"მოსკოვი ამზადებს მასობრივ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მიმართული იქნება უცხოური მედიისა და პოლიტიკოსებისკენ. მათმა „ტროლების ქარხანამ" შეიძლება „სპამები" გაგზავნოს მეილებზე და გაავრცელოს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული ხასიათის კომენტარები. არ წამოეგოთ!“- განაცხადა კულებამ.