ავტორი:

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად!

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად!

გამომცემლობა „პალიტრა L-მა” უკრაინის მხარდასაჭერად თანამედროვე უკრაინელი პოეტების კრებული გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია 13 აპრილს 19:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება.კრებული გამოიცა გმირი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

ეს არის სპეციალური საქველმოქმედო გამოცემა, რომლის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან თითოეული თეთრი გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად.

8 უკრაინელი პოეტის შემოქმედება ქართულ ენაზე მწერალმა შოთა იათაშვილმა თარგმნა, დიზაინი კი უკრაინელ იულია კირაკოსოვას ეკუთვნის.

წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მწერალთა სახლის ბაღში ქართველი პოეტები წაიკითხავენ უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში დაწერილ ლექსებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

წიგნის შეძენა შესაძლებელია წიგნის პრეზენტაციაზე , „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.