ავტორი:

"მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ" - ნონა მამულაშვილმა პაპუაშვილს პარლამენტში კალათით ოყნა, ბროწეული და პამპერსი მიუტანა

"მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ" - ნონა მამულაშვილმა პაპუაშვილს პარლამენტში კალათით ოყნა, ბროწეული და პამპერსი მიუტანა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნონა მამულაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს "ძღვენი" გაუგზავნა. მან პარლამენტში კალათით მიიტანა ოყნა, ბროწეული და პამპერსი და იქ მყოფ ერთ-ერთ პირს პაპუაშვილისათვის მისატანად გადასცა:

"გადაეცით, რომ ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.