ავტორი:

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინაში გაემგზავროს, თუ ვიზიტი კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად სასარგებლო იქნება

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინაში გაემგზავროს, თუ ვიზიტი კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად სასარგებლო იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, კიევში ან უკრაინის ნებისმიერ სხვა ქალაქში გაემგზავროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტი "სასარგებლო“ იქნება არსებული კრიზისდან გამოსავლის მოსაძებნად.

"მე არ გავაკეთებ ამას მხოლოდ საელჩოს მოსანახულებლად,” - აღნიშნა მან ფრანგულ BFMTV-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში და დასძინა, რომ მისმა ვიზიტმა "რაღაც უნდა გამოიწვიოს, ახალი პროცესი.”

"თუ ჩვენ მოვახერხეთ რუსეთის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის დიალოგის განახლება, მაშინ, შესაძლოა, ვიზიტი სასარგებლო იყოს“, - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი და ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი ცალ-ცალკე ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 9 აპრილს კიევში ესტუმრნენ.