ავტორი:

„სითი თაუერის“ ბიზნეს ცენტრის ადმინისტრაციის განცხადება

„სითი თაუერის“ ბიზნეს ცენტრის ადმინისტრაციის განცხადება

სატელეკომუნიკაციო საშუალებებით არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქ.თბილისში, ვაჟა ფშაველას №70-ში მდებარე „სითი თაუერის“ ბიზნეს ცენტრში საერთაშორისო თაღლითურ სქემასთან დაკავშირებული ერთ-ერთ კომპანიის “ქოლ-ცენტრის” არსებობას, გაცნობებთ შემდეგს:

„სითი თაუერის“ ბიზნეს ცენტრში ხორციელდება ფართების იჯარის გაცემა, იურიდიული პირების საქმიანობაში ,,სითი თაუერი“ მონაწილეობას არ იღებს. ვინაიდან „სითი თაუერი“ წარმოადგენს „A” კლასის ბიზნეს ცენტრს, ჩვენთვის მისი რეპუტაცია, უსაფრთხოება, საქმიანობაში ნდომის მაღალი ხარისხი უპირველესია. შესაბამისად, შეგვიძლია დანამდვილებით განვაცხადოთ, რომ სატელევიზიო არხებით გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს „სითი თაუერში“ არსებობს ე.წ „ქოლ ცენტრი“, რომელიც საქმიანობას ახორციელებს უკანონოდ, სიმართლეს არ შეესაბამება, არაფერს ვამბობთ გავრცელებული სიუჟეტების წყაროს წარმომავლობაზე და მის მოსამზადებლად გამოყენებული მასალების მოპოვების არაოფიციალურ საშუალებებზე. ბიზნეს ცენტრთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით ჩვენთვის ოფიციალურად არც ერთ საინფორმაციო წყაროს არ მოუმართავს.

ამ სახით ინფორმაციის გავრცელება აიგივებს „სითი თაუერის“ ბიზნეს ცენტრის საქმიანობას სხვა პირების საქმიანობასთან, რითაც ლახავს ჩვენს რეპუტაციას და აფერხებს ბიზნეს ცენტრის ოპერირებას.

ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების პრევენციის მიზნით. მათ შორის, ჩვენ მივმართავთ შესაბამის სატელეკომუნიკაციო საშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ამასთან, ვაცხადებთ მზაობას დაინტერესების შემთხვევაში, ოფიციალური მომართვის საფუძველზე, შეძლებისდაგვარად, კანონის და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულების ფარგლებში ნებისმიერი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელს გავაცნოთ ინფორმაცია ბიზნეს ცენტრში მიმდინარე საქმიანობების შესახებ.

„სითი თაუერის“ ბიზნეს ცენტრის ადმინისტრაცია.

R