ავტორი:

ალექსანდრე ლუკაშენკო ბუჩას ხოცვა-ჟლეტას "ინგლისელების მიერ ჩატარებულ ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას" უწოდებს

ალექსანდრე ლუკაშენკო ბუჩას ხოცვა-ჟლეტას "ინგლისელების მიერ ჩატარებულ ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას" უწოდებს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტას „ინგლისელების მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია“ უწოდა. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს მასალების მიწოდება შეუძლია.

"ყველა ყვირის: უნდა შემოგვეტანა სანქციების მორიგი პაკეტი, ეს ცნობილია. ჩვენ დღეს განვიხილეთ მათი სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს ინგლისელებმა. რუს მეგობრებთან ერთად ჩვენ მთლიანად - პირველიდან ბოლო საათამდე გავხსენით დასავლეთის ეს საზიზღარი, ამაზრზენი პოზიცია. თუ თქვენ გჭირდებათ მისამართები, პაროლები, გარეგნობა, ავტომობილების ნომრები და მარკა, რომლითაც ჩავიდნენ ბუჩაში, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს შეუძლია მოგაწოდოთ ეს მასალა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისვთის, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბუჩადან გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალები, რომლებზეც რუსული სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულია ასახული, „მორიგი პროვოკაციაა“.