ქალი, რომელსაც ვარკეთილში მოგლეჯილი ხე დაეცა, კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს კლინიკა "ოპტიმალ მედიში" დაუდასტურეს, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული შეიყვანა.
"კლინიკა "ოპტიმალ მედიში" 14:00საათსა და 13 წუთზზე 112-ის მიერ შემოყვანილი იქნა დაახლოებით 40 წლის ქლაბატონი მრავლობითი დაზიანებებით, კრიტიკულ მდგომარეობაში. დაუყოვნებლივ დაწყებული იქნა გაიდლაინით განსაზღვრული სამედიცინო დახმარება, ჩატარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები. სამწუხაროდ, ტრამვები აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი. 16:30 საათზე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა" - აღნიშნეს კლინიკაში.
ცნობისთვის, ძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარი 13 აპრილსაც არის მოსალოდნელი. შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დროებით ჩამოხსნილია და ამინდის გაუმჯობესებისთანავე დროშა კვლავ აღიმართება.
უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22