უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მარიუპოლში უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფები, "რთული და ძალიან სარისკო მანევრის” შედეგად "აზოვის“ ბატალიონს შეურთდნენ. ამის შესახებ არესტოვიჩი სოციალურ ქსელში წერს.
"შედეგად:
"აზოვმა" არსებითი გაძლიერება მიიღო.36-ე ბრიგადამ აიცილა მარცხი და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები, ფაქტობრივად, მოიპოვა მეორე შანსი. ქალაქის დამცველებმა, ახლა ერთად, სერიოზულად გააძლიერეს თავიანთი თავდაცვითი ტერიტორია. ზოგადად, გაიზარდა და გაძლიერდა ქალაქის თავდაცვის სისტემა.
ჯარმა იცის რას აკეთებს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი.