აშშ-ისა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ, რუსეთი განიხილავს, როგორც კანონიერ სამხედრო სამიზნეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთის ნებისმიერი მცდელობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ან მის მოკავშირეებს უკრაინაში მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს, მკაცრად აღიკვეთება.
"გაფრთხილებთ, რომ აშშ-ნატოს იარაღის გადაზიდვა უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენ მიერ აღქმული იქნება როგორც კანონიერი საომარი მიზნები. ჩვენ ამერიკელებს და სხვებს დასავლეთში ვაფრთხილებთ, რომ ჩვენი სპეცოპერაციის დამუხრუჭების, რუსული კონტიგენტისთვის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შენაერთებისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენების მცდელობა, მკაცრად აღიკვეთება“ , - განაცხადა რიაბკოვმა.