ავტორი:

ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქს, აღდგომის კვირის განმავლობაში, დროებით, "უკრაინა“ ეწოდა

ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქს, აღდგომის კვირის განმავლობაში, დროებით, "უკრაინა“ ეწოდა

ესპანეთში, სევილიის პროვინციის ქალაქ ფუენტეს დე ანდალუსიას, აღდგომის კვირის განმავლობაში, რუსული აგრესიის ფონზე უკრაინისთვის სოლიდარობის ნიშნად, "უკრაინა“ ეწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ესპანეთის სამეფოში უკრაინის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ეს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით განხორციელდა, რომელმაც ამ გზით გადაწყვიტა, რუსული შეიარაღებული აგრესიის ფონზე, უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობა გამოეხატა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ფუენტეს დე ანდალუსიის ზოგიერთ ქუჩას წმინდა კვირის განმავლობაში, ასევე უკრაინის ქალაქების სახელები ერქმევა. კერძოდ, კიევი, მარიუპოლი, ხარკოვი, ხერსონი და ოდესა.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია იუწყება, მუნიციპალურმა ხელისუფლებამ, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა წამოიწყო და მზადაა, უკრაინიდან გაქცეული და თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის 25 მოქალაქე მიიღოს.