ავტორი:

"ნატო-ში გაწევრების შემთხვევაში, ფინეთი და შვედეთი მოწინააღმდეგეებად იქნებიან აღქმული და ამას შედეგები მოჰყვება" - მედვედევი იმუქრება

"ნატო-ში გაწევრების შემთხვევაში, ფინეთი და შვედეთი მოწინააღმდეგეებად იქნებიან აღქმული და ამას შედეგები მოჰყვება" - მედვედევი იმუქრება

"ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, ფინეთი და შვედეთი მოწინააღმდეგეებად იქნებიან აღქმული და ამას შედეგები მოჰყვება", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დასრულდეს საუბარი ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ბალტიის რეგიონზე და "ბალანსი უნდა აღდგეს".

მედვედევმა ასევე დასძინა, რომ ვიდრე ეს დიდ ცვლილებას არ გამოიწვევს რუსეთისთვის, ქვეყანა მათ მოწინააღმდეგეებად დაინახავს და რეგიონში „ზომებს მიიღებს“.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების ინტერესი გამოთქვეს.