ავტორი:

„ინფორმირება, განათლება,  გაძლიერება“ - ლიბერთის, UNFPA-ს და  FAO-ს ერთობლივი ინიციატივა ქალებისთვის

„ინფორმირება, განათლება,  გაძლიერება“ - ლიბერთის, UNFPA-ს და  FAO-ს ერთობლივი ინიციატივა ქალებისთვის

ლიბერთი ბანკის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გრძელდება.

ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის. ამ მიმართულებით კი, განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე სწორედ სოფლად მცხოვრები ქალები დგანან. ამ შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ. აღნიშნული ინიციატივა ასევე მოიცავს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობასა და იმ საბანკო სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას , რომელიც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.

ამჯერად შეხვედრა თელავში გაიმართა და კახეთში მცხოვრებმა ქალებმა ისაუბრეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა), გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ფინანსური დაგეგმვა და საბანკო სერვისები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, ყველა ქალს მიუწვდებოდეს ხელი სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ. გაეროს მოსახლეობის ფონდი, როგორც გაეროს წამყვანი სააგენტო, ამ მიმართულებით, უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. 2020 წელს გაგვიჩნდა იდეა, რომ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მიგვეწვდინა ხმა, ჩავსულიყავით სოფლებში ექსპერტებთან ერთად და ამ გზით შეგვეწყო ხელი როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ასევე გენდერული თანასწორობისა და საზიანო პრაქტიკების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ ინოვაციურ ინიციატივას მხარი დაუჭირა UNFPA-ს პარტნიორმა, ლიბერთი ბანკმა“, - ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

„FAO მხარს უჭერენ სოფლად მცხოვრებ ქალებს საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებისა და ინფორმაციის გაზიარების გზით. ხშირად ეწყობა პრაქტიკული სწავლებები და ფერმერთა საველე სკოლები, რაშიც დიდი სიამოვნებით და ინტერესით ერთვებიან სოფლად მცხოვრები ქალები. იკვეთებიან ლიდერებიც, რომლებიც მიღებულ ცოდნას მეზობლებსა და თანასოფლელებს უზიარებენ, შედეგად კი, ხშირად, საინტერესო იდეებიც იბადება. ყოფილა შემთხვევები, როცა მსგავსი ღონისძიებების შედეგად, ქალებს საერთო ბიზნესი ან ახალი ფერმერული მეურნეობა შეუქმნიათ“, - მამუკა მესხი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში.

2020 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისსა და ლიბერთი ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთ მთავარი მიმართულება სწორედ ქალთა გაძლიერებაა.

,,ლიბერთი სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად შეხვედრებს განაგრძობს.ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“, არაერთ სიახლესთან ერთად, ქალების მუდმივ მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას გულისხმობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ლიბერთის ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენებით მათთვის მარტივი მომსახურების შეთავაზება და რეგიონში აგრობიზნესის განვითარებაა“ - ხათუნა ჭელიძე, ლიბერთი ბანკის მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

R