ავტორი:

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ საგაზაფხულო სეცშეთავაზება განახლებული პირობებით აამოქმედა

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ საგაზაფხულო სეცშეთავაზება განახლებული პირობებით აამოქმედა

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საგაზაფხულო სპეცშეთავაზებით სარგებლობას განახლებული პირობებით სთავაზობს. აქციის ფარგლებში, ტოიოტას სხვადასხვა მოდელისთვის ძრავის ორიგინალი წარმოების ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისს მომხმარებელი სპეციალურ ფასად მიიღებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, Toyota VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლები ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის კომპლექსურ სერვისს 110 ლარად მიიღებენ, Toyota Corolla-ს და პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მფლობელები - 135 ლარად, ხოლო Toyota Camry-ს, მესამე, მეოთხე და მეხუთე თაობის Prius-ის და RAV4-ის შემთხვევაში - 145 ლარად.

როგორც თინათინ მაკარიძე განმარტავს, ძრავის ზეთისა და ფილტრის დროულად შეცვლა ავტომობილის უსაფრთხო, ეკონომიურ და გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, ასევე, ავტომობილის საესპლუატაციო ვადას ზრდის.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განცხადებით, ცენტრში ნებისმიერ ტექნიკურ სერვისს „ტოიოტას“ მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები უახლესი აპარატურით უზრუნველყოფენ და მომხმარებელს ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ.

მომხმარებელი, რომელსაც სპეცშეთავაზებით სარგებლობა სურს, წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

NS