ავტორი:

"რუსული პარტიები ვერ იბოგინებენ..." - ოზურგეთში, სადაც "ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი მდებარეობს, ხმაურია

"რუსული პარტიები ვერ იბოგინებენ..." - ოზურგეთში, სადაც "ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი მდებარეობს, ხმაურია

ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, სადაც "ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი მდებარეობს, ხმაურია. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და "კონსერვატიული მოძრაობის“ მომხრეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილებმა მათ პრორუსული ძალა და ქვეყნის მოღალატეები უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

"ერთმანეთს თუ გვერდში არ დავუდგებით, დავმარცხდებით. არ არის ოზურგეთი რუსული პარტიების ადგილი. ჩვენ ვართ აქ, რათა დავიცვათ თავისუფლება. რუსული პარტიები ვერ იბოგინებენ, როგორც გურიაში, ასევე მთლიანად საქართველოში. აქციები გაგრძელდება, ვიდრე ეს ოფისი არ დაიხურება. მივიდეთ ყველა ასეთ ოფისთან და გავაპროტესტოთ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.