წინასწარი ინფორმაციით, უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.
მასთან ერთად კიევში მიდიან სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიგა ხოჯევანიშვილი.
გამგზავრების დრო ჯერ დაზუსტებული არ არის. საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში 15 ან 16 აპრილს გაემგზავრება.