საქართველოს მთავრობა ასაჯაროებს ევროკომისიის კითხვარს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით გაიმართა.
ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური კითხვარის პირველი ნაწილი საქართველოს 11 აპრილს, ლუქსემბურგში გადმოეცა. კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
კითხვარი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს, ამასთან, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას.
კითხვარი იხილეთ ბმულზეhttps://www.gov.ge/files/573_81722_499977_FINALQuestionnaireGeorgiapartI.pdf