ავტორი:

"...იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ აქ წამოსვლის საკითხი" - რას ამბობს უკრაინაში მყოფი მარგველაშვილი?

"...იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ აქ წამოსვლის საკითხი" - რას ამბობს უკრაინაში მყოფი მარგველაშვილი?

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან ერთად იქნა მიღებული.

როგორც მან "მთავარის" ეთერში განაცხადა, ამით სურთ აჩვენონ, რომ საქართველოს პრეზიდენტები უკრაინელებისთვის ერთად დგანან.

"ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში. უნდა ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ მათ გვერდით ვართ. ეს გრძნობა იყო ის, რაც ხინჯად მქონდა მეც და იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს.

ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელებისთვის, რომ პრეზიდენტები მათთვის ერთად ვდგავართ" - ამბობს მარგველაშვილი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე პარტიის წევრები - ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია უკრაინაში გაემგზავრნენ. "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, უკრაინაში იმყოფება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

ასევე დღეს გაემგზავრა უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.