ავტორი:

"რუსები აძლიერებენ პოზიციებს იზიუმთან, ნაწილობრივ ბლოკავენ ხარკოვს" - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

"რუსები აძლიერებენ პოზიციებს იზიუმთან, ნაწილობრივ ბლოკავენ ხარკოვს" - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

რუსები აძლიერებენ პოზიციებს იზიუმთან, ნაწილობრივ ბლოკავენ ხარკოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქ იზიუმის მიდამოში 22-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფია თავმოყრილი. ოკუპანტები ასევე ემზადებიან საბრძოლო მოქმედებების გასააქტიურებლად ავდეევკის სიახლოვეს, დონეცკის ოლქში. აღნიშნულია, რომ რუსული არმია ყველაზე აქტიურია სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით.

გენშტაბის განმარტებით, მტერი თავის ძირითად ძალისხმევის კონცენტრირებს ჯარების გადაჯგუფებასა და გაძლიერებაზე ახდენს. ასევე აგრძელებს ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებასა და მის დაბომბვას არტილერიის გამოყენებით.

გენერალურმა შტაბი არ გამორიცხავს მტრის ოპერაციების გააქტიურებას იზიუმისა და ბარვენკოვოს დასახლებების მიმართულებით, რათა მათ შეძლონ გაერთიანებული ძალების ქვედანაყოფებისთვის უკნიდან შემოვლა სლავიანსკთან ახლოს.

„დონეცკისა და ტავრიჩესკოეს მიმართულებით მტერი ცდილობს დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას. ოკუპანტის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დასახლებული პუნქტების პოპასნაიას და რუბეჟნოეს აღებასა და მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებაზე. ზომებს იღებს ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად და საბრძოლო მასალის შესავსებად. ცდილობს გაიუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა. აგრძელებს იერიშს უმეტესი მიმართულებით“,- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.