საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 222 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 346 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 703 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 912 PCR ტესტით.