კიევში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ "ტელეგრამის“ გვერდზე გაავრცელა. მერის განმარტებით, რუსული სამხედრო ძალის თავდასხმა დარნიცკის რაიონზე განხორციელდა.
როგორც ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, მსხვერპლის რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მუშაობენ მაშველები.
აფეთქების ხმა ასევე გაისმა უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლვოვში. გუბერნატორ მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმა ქალაქ ლვოვზე ადგილობრივი დროით 05:46 -დან 07:02 საათის პერიოდში განხორციელდა. გუბერნატორის თქმით, ლვოვში ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. მას არ დაუკონკრეტებია, რა ობიექტზე განხორციელდა დარტყმა და მოჰყვა თუ არა მას მსხვერპლი.