ავტორი:

"ბრძოლამდე რამდენიმე წუთით ადრე..... არკად, ძმაო" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი: ბოლო კადრები ბრძოლის ველიდან

"ბრძოლამდე რამდენიმე წუთით ადრე..... არკად, ძმაო" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი: ბოლო კადრები ბრძოლის ველიდან

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძეა. ვანო ნადირაძის ინფორმაციით, იგი გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ოკუპანტების მორიგ თავდასხმას ემსხვერპლა.

"ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუᲨუქია, რუბეჟნოის გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო, მაგრამ..... დიდება გმირებს" - წერს ნადირაძე და ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც მისი ინფორმაციით, კასრაძის ბოლო კადრებია აღბეჭდილი.

"ბრძოლამდე რამდენიმე წუთით ადრე..... არკად, ძმაო" - წერს ნადირაძე.

ცნობისთვის, უკრაინაში უკვე 7 ქართველი მებრძოლია დაღუპული.