ავტორი:

"რუსეთი დონბასის დაცვაზე 8 წლის განმავლობაში საუბრობდა, ახლა ნიღბები მოხსნილია - ადგილობრივ მოსახლეობაში რუსეთის შესახებ ილუზიები გაქრა" - მიხაილო პოდოლიაკი

"რუსეთი დონბასის დაცვაზე 8 წლის განმავლობაში საუბრობდა, ახლა ნიღბები მოხსნილია - ადგილობრივ მოსახლეობაში რუსეთის შესახებ ილუზიები გაქრა" - მიხაილო პოდოლიაკი

რუსეთი დონბასის დაცვაზე 8 წლის განმავლობაში საუბრობდა. ახლა ნიღბები მოხსნილია - რუსეთის შესახებ ილუზიები გაქრა ადგილობრივ მოსახლეობაში , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც უკრაინა გაათავისუფლებს დონბასს, იქ მშვიდობა დაბრუნდება.

"რუსეთი აგრძელებს ოკუპირებულ დონბასში მცხოვრებ 18-დან 60 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცის იძულებით მობილიზებას. ადგილობრივ "ადმინისტრაციასთან" სპეციალური კავშირებიც კი არ შველის, რადგან რუსი კურატორები კმაყოფილები არ არიან გეგმის განხორციელებით.

მობილიზებულ ადამიანებს საბრძოლველად რაიმე სახის წვრთნის ან აღჭურვილობის გარეშე უშვებენ. რუსი ჯარისკაცები მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებენ, წინ უშვებენ მათ, რათა უკრაინელი სამხედროების პოზიციები დაადგინონ. დანაკარგი არანორმალურია. გარდაცვალების შესახებ ცნობები სახლში იგზავნება. მათ დაიწყეს 17 წლის ბავშვების მობილიზება.

რუსეთი დონბასის დაცვაზე 8 წლის განმავლობაში საუბრობდა. ახლა ნიღბები მოხსნილია - მარიუპოლი განადგურებულია, სარაკეტო თავდასხმა კრემატორსკზე, იძულებითი მობილიზაცია - რუსეთის შესახებ ილუზიები გაქრა ადგილობრივ მოსახლეობაში. როდესაც უკრაინა გაათავისუფლებს დონბასს, იქ მშვიდობა დაბრუნდება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.