უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას უჭირს დაიჯეროს „ზოგიერთი ქვეყნის ან ზოგიერთი ლიდერის“ სანდოობის ქვეყანაში ომის ესკალაციის შემდეგ.
როგორც ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, არ სჯერა სიტყვების.
"მე არ მჯერა მსოფლიოსი, მას შემდეგ რაც ვნახეთ რა ხდება უკრაინაში. ვგულისხმობ, რომ მე არ მჯერა ზოგიერთი ქვეყნის ან ზოგიერთი ლიდერის განცდის. ჩვენ არ გვჯერა სიტყვების. რუსეთის ესკალაციის შემდეგ ჩვენ არ გვჯერა ჩვენი მეზობლების. ჩვენ არ გვჯერა ამ ყველაფრის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას არც სჯერა უსაფრთხოების დოკუმენტირებული გარანტიების და საერთაშორისო სამართლის.
"მეც არ მჯერა დოკუმენტებისაც, რადგან ჩვენ გვაქვს ბუდაპეშტის მემორანდუმი - ვფიქრობ, თქვენ იცით ამის ყველა დეტალი. ჩემთვის ეს მხოლოდ ქაღალდის ნაჭერია და არაფერი ღირს", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მისი რწმენა ეფუძნება პრაქტიკულ, ხელშესახებ ძალისხმევას და უკრაინელ ხალხს.
"ჩვენ უბრალოდ გვჯერა კონტრაქტის, პრაგმატული რაღაცების. თუ ჩვენი მეგობრები ან პარტნიორები ხართ, მოგვეცით იარაღი, გაგვიმართეთ ხელი, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ფული და შეაჩერეთ რუსეთი, დაარტყით რუსეთს. შეგიძლიათ ამის გაკეთება, თუ მეგობრები ხართ.
ერთადერთი საკუთარი თავის რწმენაა, ჩვენი ხალხის რწმენა, ჩვენი შეიარაღებული ძალების რწმენა და რწმენა იმისა, რომ ქვეყნები მხარს დაგვიჭერენ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით", - დასძინა ზელენსკიმ.